რეიდი სკოლების სამზარეულოებში

01 ივნ 2019

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სკოლების სამზარეულოები შეამოწმა. რეიდი   საჯარო და კერძო  სკოლების ბუფეტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით  ჩატარდა. მონიტორინგის  შედეგად სკოლების სამზარეულოებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს.

ბიზნეს ოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები, რა სამუშაოები უნდა ჩაატარონ არდადეგების პერიოდში სურსათის უვნებლობის მოთხოვნების  დასაკმაყოფილებლად,   რათა მომავალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ.