7 მაღალჩინოსნის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 ივლისს ჩაინიშნა

02 ივნ 2019

მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატები, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, მანამ კი ბათუმის მერიის 4 თანამშრომელი, მთავრობის ორ წევრი და ქალაქის ყოფილი მერი, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. მათ გამოძიება თანხების გაფლანგვას და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

გუშინდელ სხდომაზე, პროკურორი რამაზ შავაძე მოსალოდნელ რისკებზე და საფრთხეებზე საუბრობდა. ასევე აღნიშნა, რომ გიორგი ერმაკოვის, ეგარსლან ლომაძისა და არჩილ ვანაძის მიმართ, კიდევ ერთ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. თუმცა, რას ეხება არ დააკონკრეტა.