ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლო განაჩენს გამოაცხადებს

03 ივნ 2019

დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლო განაჩენს დღეს12:00 საათზე გამოაცხადებს. 

სხდომის  პარალელურად, ''ადამიანთა უფლებათა ცენტრი''  აქციას მართავს  სასამართლოს შენობის ეზოში - "აღასრულე სამართალი''.

2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.