რამადან ბაირამი აღნიშნეს აჭარის მაღალმთიანეთშიც

04 ივნ 2019

რამადან ბაირამი აღნიშნეს აჭარის მაღალმთიანეთშიც. მორწმუნეები დილის ხუთი საათიდან შეიკრიბნენ. ლოცვა ყველა მოქმედ მეჩეთში ჩატარდა.

ქედაში სოფელ კოლოტაურის მეჩეთში შეკრებილებს ბაირამი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიულოცეს.