ლატვიელი ჟურნალისტების მედია ტური აჭარაში

04 ივნ 2019

ლატვიელი ჟურნალისტების მედია ტური აჭარაში. ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით  რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა უკვე დაათვალიერეს ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე-მუზეუმი და ქედის ტურისტული ადგილები.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  აჭარის შესახებ სტატიები და რეპორტაჟები, ასევე მზადდება ისრაელის, ბელარუსის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის  მედიასაშუალებებში. პრეს და ინფოტურების ორგანიზებისთვის 325 000 ლარია გათვალისწინებული.