პლენარული სხდომა უმაღლეს საბჭოში

06 ივნ 2019

ამ წუთებში აჭარის უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, ცვლილებები უნდა შევიდეს მიმდინარე წლის აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში, მთავარი ფინანსური დოკუმენტი 20 მლნ ლარით იზრდება, აქედან თანხების ნაწილი, 4 მლნ ლარი ე.წ ოცნების ქალაქში სახლის მშენებლობას მოხმარდება, თანხების ნაწილი გათვალისწინებულია განათლების მიმართულებითაც.