06 ივნ 2019
ბათუმში თბილისის სახელწიფო კამერული ორკესტრმა და იაპონელმა პიანისტმა კასუმი ბაროუქიმ კამერული მუსიკის კონცერტი გამართეს. კონცერტის დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი იყო. ღონისძიებას ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლამ უმასპინძლა.
შესრულდა ცნობილი ნაწარმოებები. კამერული მუსიკის კონცერტებს უცხოელი და ქართველი მუსიკოსები ფოთში, თბილისსა და თელავში გამართავენ.