რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები დამტკიცდა

06 ივნ 2019

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომაზე ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვა რამდენიმე საათია გრძელდება, საუბარია  2019 წლის ბიუჯეტის 20-მილიონამდე ლარით გაზრდაზე, თანხები სამინისტროების მიხედვით უნდა გადანაწილდეს, მათ შორის  4 მილიონი ლარი დაიხარჯება ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე თანხები გამოიყოფა ასევე ახალგაზრდული რეგიონული ცენტრისთვის, დაახლოებით მილიონ შვიდასი ათასი ლარი, ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ოპოზიციას, რომელსაც ფინანსთა მინისტრი პასუხობდა.