დღეს გაირკვევა შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას?

08 ივნ 2019

რამდენიმე საათში გაირკვევა შეძლებს თუ არა ბათუმი ევროპის  მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულის მოპოვებას.   „World Travel Awards​“-ის ჯილდოზე ბათუმი პირველადაა წარდგენილი. მისი კონკურენტები   არიან  ქალაქები:  სოფია, მატერა, ბაქო , ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. „World Travel Awards​“-ის დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ  მადეირაზე 23  საათზე დაიწყება.

ცერემონიაზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში  ექცევა, საუკეთესო  ტურისტულ მიმართულებებსა და ქვეყნებს დაასახელებენ. World Travel Awards​-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება.   დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული.  პორტუგალიაში იმყოფება  აჭარის სამთავრობო დელეგაცია.