ორი საათი World Travel Awards-ის დაჯილდოებამდე

08 ივნ 2019

რამდენიმე საათი „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიამდე.პორტუგალიიის კუნძული  მადეირა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრშია.   დაჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია გადანაწილებული.

ჯილდოზე ბათუმი პირველადაა წარდგენილი. მისი კონკურენტები   არიან  ქალაქები:  სოფია, მატერა, ბაქო , ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარი და დერი. ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილის ჩათვლით ღონისძიების ოფიციალურ საიტზე შეეძლო. ‘’World Travel Awards“-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება.