09 ივნ 2019
მსოფლიოს 10 გზის ჩემპიონი შოტოკან კარატე დოში იაპონელი სენსეი ჰიტოში კასუია ბათუმშია. საერთაშორისო ტურნირის გახსნამდე მან სპორტსმენებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბათუმის სასპორტო სკოლაში სემინარი ჩაატარა.
ტრენინგს 10 ქვეყნის 400 კარატისტი ესწრებოდა. ტურნირი შოტოკან კარატე დოში დღეს აიღებს სტარტს. ორთაბრძოლები 6 წონით კატეგორიაში გაიმართება.