220 ათასი ლარი დაბის კეთილმოწყობისთვის

09 ივნ 2019

220 ათას ლარს დახარჯავს დაბის კეთილმოწყობისთვის, ქედის მერია.  წერეთლის, სახოკიასა და გოგებაშვილის ქუჩების რეაბილიტაციისთვის,ორი ელექტრონული ტენდერია გამოცხადებული. 

დაგეგმილია ცენტრში არსებული წრიულის კეთილმოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.