პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ლადო კახაძემ გაიმარჯვა

10 ივნ 2019

პარლამენტის შუალედური არჩევნებში, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ლადო კახაძემ მოიგო. ცესკოს თავმჯდომარის ინფორმაციით,  ამომრჩეველთა ხმების 61,83%  "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.

ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია ყველა, 31-ივე საარჩევნო უბანი.