„არსიანი“-ს მომღერალთა გუნდი სასულიერო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

10 ივნ 2019

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „არსიანის“  მომღერალთა გუნდი ლიეტუვაში სასულიერო მუსიკის ფესტივალზე მიემგზავრება. 12 დან 19 ივნისის ჩათვლით მომღერალთა გუნდი  ტელშიაის რეგიონში ფესტივალზე ძველი ქართული ხალხურ- ტრადიციული და სასულიერო ჟანრის რეპერტუარით წარსდგებიან.

ტელშიაის რეგიონი ლიეტუვაში ცნობილია, სასულიერო ხელოვნების ტრადიციებით, „არსიანის“ სახელმწიფო ანსამბლი საქართველოდან ფესტივალში მონაწილეობისთვის სწორედ ამ ნიშნით შეირჩა.