პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორს აირჩევენ

11 ივნ 2019

ვინ ჩაანაცვლებს თამარ ქალდანს? ეს სავარაუდოდ დღეს გახდება ცნობილი. სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე დეპუტატები  კენჭს უყრიან ლონდა თოლორაიას და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურას  პლენარულ სხდომაზე .  

 მანამდე იყო საკომიტეტო მოსმენები. მაგალითად გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი თოლორაიას დაუჭირა. იგი  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია.  სახელმწიფო ინსპექტორს პარლამენტი 6 წლის ვადით აირჩევს. საგაზაფხულო სესიის პლენალური სხდომა ამ წუთებში იწყება.