ტურიზმის ოსკარი ბათუმშია

11 ივნ 2019

ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული, ტურიზმის ოსკარი ბათუმშია. დელეგაციის წევრებმა იგი ბათუმის აეროპორტში გვიან ღამით ჩამოიტანეს. გაიმართა დახვედრის ცერემონიალი.  ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული 9 ივნისს მოიპოვა.

დაჯილდოვების ცერემონიალი პორტუგალიაში, მადეირაში გაიმართა. ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ბიზნეს და სახელმწიფო ორგანიზაციების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. "World Travel Awards"-ის ღონისძიება 1993 წლიდან ტარდება.