რეგიონული კონფერენცია

13 ივნ 2019

 ბათუმი ,,გრანთ თორნთონის“ რეგიონულ კონფერენციას მასპინძლობს. დელეგატები  საკონსულტაციო ბიზნესის, აუდიტის საგადასახადო სფეროს განვითარების გზებსა   და კიბერ უსაფრთხოების  შესახებ მსჯელობენ.

საუბარია  ,,გრანთ თორნთონის“  სამომავლო გეგმებზე, რომელიც მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. კონფერენციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რეგიონის პოტენციალის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. „გრანთ თორნთონი“ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და  ბიზნეს  საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია.  

წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს გამოავლინონ თავიანთი ზრდა-განვითარების პოტენციალი.  კონფერენცია წარმოადგენს უმსხვილეს რეგიონულ ყოველწლიურ ღონისძიებას, რომელსაც ორმოცი პარტნიორი დაესწრება  დსთ-ს, ევროპისა და შუა აზიის თხუთმეტი ქვეყნიდან.