პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა ინტერნეტ თაღლითობისთვის დააკავა

16 ივნ 2019

აჭარაში, პოლიციამ 21 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელიც „ფეისბუკზე“ ყალბ გვერდებს ქმნიდა და მათ მეგობრებს „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფულს არიცხინებდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 2018 წლის დეკემბრიდან მაისის ჩათვლით 20-მდე მომხმარებლის ყალბი „ფეისბუქ“-გვერდი შექმნა და მათ მეგობრებს, თაღლითური გზით, „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ფული ჩაარიცხინა.ბრალდებული ჯამში 8 000 ლარის ოდენობის თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც სოციალურ ქსელში თანხას თაღლითურად ისაკუთრებდა და ანაღდებდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.