კვლავ რუსული სიმბოლიკა, ამჯერად კვების ობიექტზე და ისევ აჭარაში  

16 ივნ 2019

მწვანე კონცხზე, ერთ-ერთ კვების ობიექტზე,  სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად, რუსეთის დროშაც იყო გამოფენილი. ფოტო მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა. „მთავარის“ გადამღებ ჯგუფს კაფეზე რუსული დროშა უკვე აღარ დახვდა. რამდენიმე დღის წინ რუსული დროშა სასტუმრო „კასტელო მარეზეც“ ფრიალებდა.