მიმდინარე კვირა ცხელი იქნება - დროგამოშვებით კი იწვიმებს

17 ივნ 2019

ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კვირის ბოლომდე არასტაბილური ამინდია მოსალოდნელი. მაღალი ტემპერატურის ფონზე, დღის მეორე ნახევრიდან წვიმა და ელჭექიც იქნება.

დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +29, +31 გრადუსს მიაღწევს. 

რაც შეეხება სანაპირო კურორტებს, კვირის განმავლობაში შუადღის საათებში უმეტესად მოიღრუბლება და დღის ბოლოს იწვიმებს. ტემპერატურა კი +26, +28 გრადუსი იქნება.

ამ დროისთვის ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია, რაც საბანაოდ კომფორტულია.