ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების შესარჩევი სხდომა გადაიდო

17 ივნ 2019

ნაფიცი მსაჯულთა  კანდიდატების   შესარჩევი სხდომა გადაიდო.   შესარჩევი პირებისთვის გაგზავნილ კითხვარებზე პასუხი სასამართლოში არ დაბრუნებულა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნაფიცების შესარჩევი სხდომები  რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამ ეტაპზე მხოლოდ  3 ნაფიცი მსაჯულია შერჩეული.  

მხარეების მიერ შერჩეულმა 14-მა მსაჯულმა ვერდიქტი ქობულეთში მამაკაცის მძევლად აყვანასა და ძარცვის საქმეზე უნდა გამოიტანოს.