ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები საქართველოში უფასოდ ისწავლიან - განათლების მინისტრი

17 ივნ 2019

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს, თუკი მათ სურვილი ექნებათ სწავლა ქართულ უნივერსიტეტებში გააგრძელონ, სახელმწიფო სწავლას დაუფინანსებს - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მიხეილ ბატიაშვილმა თქვა, რომ უნივერსიტეტები და კონკრეტული მიმართულებები მოგვიანებით დაზუსტდება. 

შესაბამისი დადგენილება მთავრობას დღეს, 17 ივნისს მიიღო.