შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნაადრევი ქორწინების შესაჩერებლად 18 დღიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს

17 ივნ 2019

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნაადრევი ქორწინების შესაჩერებლად 18 დღიან საინფორმაციო კამპანიას იწყებს.უწყების ინფორმაციით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება.

კამპანიის მიზანი კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები რეგიონის მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.