შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

17 ივნ 2019

მაშინ როდესაც მთავრობის თავმჯდომარე გამოხატვის თავისუფლებაზე საუბრობს, სამინისტრო თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს საჯარო სივრცეში შეკრებაზე უარს ეუბნება - ამის შესახებ სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

შეხვედრაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველიც - ნინო ლომჯარია ღიად აცხადებს, რომ ლგბტ თემის უფლებები ირღვევა და მათი გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცული არაა. ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ხელისუფლება კი კვლავ  მხოლოდ სიტყვიერად ადამიანების გამოხატვის უფლებაზე საუბრობს.