აჭარის მთავრობის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო გორჯელაძე იქნება

18 ივნ 2019

კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილების შესახებ გიამბობთ. ნინო გორჯელაძე აჭარის მთავრობის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი  იქნება. ის  პროფესიული ნიშნით შეირჩა  და სოციალური მედიის მიმართულებით  იმუშავებს - გვითხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ნინო გორჯელაძე წლების განმავლობაში საზოგადოებივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების და გადაცემა ჰეშთეგის წამყვანი იყო.