თბილისის მეტროში ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ საყურის გამო სცემეს

19 ივნ 2019

„რუსთაველის“ მეტროში ორ ახალგაზრდა მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ - ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

როგორც თვითმხილველებმა საქართველის პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადეს, რამდენიმე მამაკაცი სიტყვიერად დაუპირისპირდა ახალგაზრდებს.

საყურიანი ბიჭები ქართველობას არ შეეფერება“, – ამ სიტყვებით მიმართავდნენ ახალგაზრდებს, რომლებიც სავარაუდოდ მუსიკოსები იყვნენ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებს მეტროს გასასვლელში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარის შესახებ ინფორმაციას არკვევენ.