ოპოზიცია უმრაველობას რუსი დეპუტატების დარბაზიდან გასაყვანად ნახევარ საათს აძლევს

20 ივნ 2019

ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები  საქართველოს ხელისუფლებას  ნახევარ საათს აძლევენ.

" თუ ნახევარ საათში ეს ხალხი არ დატოვებს პარლამენტის შენობას, დავიწყებთ ხალხის მობილიზებას. ამ დარბაზს ქართველი ხალხი დაიკავებს და ამ გზით დავიბრუნებთ საქართველოს პარლამენტს"- ასე მიმართა სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს.

ოპოზიციონერი დეპუტატების განმარტებით "ამ დარბაზში არ არის რუსი ოკუპანტების ადგილი. ადამიანების, რომლებიც აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა".