ანსამბლ “იალონის” კონცერტი

22 აგვ 2016

შუახევის კულტურის ცენტრში ქალთა ანსამბლმა "იალონმა" კონცერტი გამართა. მათ მაყურებელს როგორც ქართული ტრადიციული, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური შემოქმედება შესთავაზა.  კონცერტში ადგილობრივი  ანსამბლებიც მონაწილეობდნენ. ანსამბლი “იალონი” შუახევს პროექტის - ,,შემოქმედებითი-საგანმანათლებლო ტურები საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში ეწვია. ,,იალონი" ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის პირველი ადგილის პრიზიორია. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.