პარლამენტთან ექსპერტ - კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს

21 ივნ 2019

პარლამენტთან, რომელიც გუშინ მოვლენათა ეპიცენტრი იყო აქცია დღეს, 19 საათზე განახლდება.  მას შემდეგ კი რაც აქცია გამთენიისას დაარბიეს, რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. დილიდან ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება.  პარლამენტთან მივიდა ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მისი თქმით,  საქართველო არ შეეგუება ოკუპაციას.