22 აგვ 2016
შუახევში სოფელ ჭალაში 50 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ექსპლუატაციაში მომავალ წელს შევა. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიუდან 202 ათასი ლარია გამოყოფილი. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ ფურტიოსა და ბარათაულის საბავშვო ბაღების მოპირკეთებითი სამუშაოები.