რუსეთიდან ჯავშნების გაუქმება ოპოზიციის ბრალია - ქობულეთის 20-მდე სასტუმროს მფლობელი

22 ივნ 2019

ქობულეთში ოჯახური სასტუმროს 20-მდე მეპატრონე მოსალოდნელ ტურისტულ ემბარგოს აპროტესტებს და შექმნილ ვითარებაში ''ნაციონალურ მოძრაობას'' ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. ამბობენ, რომ ტურისტული სეზონისთვის ბევრი ჯავშანი გაუუქმდათ, ნაწილმა კი ვადაზე ადრე დატოვა სასტუმროები.