ნინო ქათამაძემ რუსეთში Усадьба Jazz-ზე იმღერა

23 ივნ 2019

ქართველმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ რუსეთში, ყოველწლიურ მუსიკალურ ფესტივალ Усадьба Jazz-ზე იმღერა. ვიდეო კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.ნინო ქათამაძემ & Insight-მა ფესტივალში მონაწილეობა 2014 წელსაც მიიღო.

საერთაშორისო ღია ფესტივალი "Усадьба Jazz" მასშტაბური ფესტივალია, რომელიც ჯაზსა და ფანკს, სოულსა და ელექტრონულ მუსიკას ეთმობა და 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება.