''ცუდი მოვლენებია ჩვენს გარშემო'' - ილია მეორე

23 ივნ 2019

ქვეყანაში ცუდი მოვლენები ვითარდება - ასე ფიქრობს  პატრიარქი და ერს  სიფრთხილისკენ მოუწოდებს.  „ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ცუდი მოვლენებია ჩვენ გარშემო, ამიტომ მინდა, მოგმართოთ თხოვნით, რომ ფრთხილად იყოთ და არ დაუშვათ რაიმე შეცდომა“ - განაცხადა ილია მეორემ  სამების საკათედრო ტაძარში,  საკვირაო ქადაგებისას,   ქადაგების დასრულების შემდეგ კი ოთხი გვარი დალოცა.