კონცერტი სამხედროების შვილებისთვის

24 ივნ 2019

აჭარის რეგიონში თავდაცვის ძალებში მოსამსახურე ჯარისკაცების შვილებისთვის კულტურული ღონისძიება გაიმართა. საზაფხულო თეატრში  მოზარდებს   ბასტი-ბუბუ ართობდა.

ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჯარისკაცების შვილებისთვის ღონისძიებები ეროვნული გვარდიის ბაზაზეც ჩატარდება.