,,უბრალოდ’’ ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

28 ივნ 2019

,,უბრალოდ’’ ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში ირინა ტორონჯაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროში შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და კერამიკული ნამუშევრები.

გამოფენა 14 ივლისამდე გაგრძელდება. 4 -დან 10 ივლისის ჩათვლით  აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხელოვანი სამ ბათუმელ მხატვართან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში საერთაშორისო გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას.