ქობულეთში საგანგებო შტაბი ამოქმედდა

29 ივნ 2019

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო საგანგებო შტაბი და ცხელი ხაზი (0 426 267 211) ამოქმედდა. ქობულეთის მერის ინფორმაციით, სულ ამ დროისათვის დაფიქსირებულია ცხრა მეწყერული პროცესი: მათ შორის ხალაში, ჩაისუბანში, ჩაქვისთავში, გორგაძეებში, კვირიკეში. მიწის მასა ჩამოწვა შიდა გზებსა და საცხოვრებელი სახლის ეზოებში. მირიან ქათამაძის თქმით, საცხოვრებელ სახლებს საფრთხე არ ემუქრებათ.