30 ივნ 2019
ხელვაჩაურის სასპორტო სკოლაში, ხელბურთში ომარ ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი დასრულდა. მესამე ადგილზე ქუთაისის სასპორტო სკოლა, მეორეზე ხელვაჩაურის, ხოლო პირველზე, ბათუმის #1 ხელბურთელთა გუნდი გავიდა.
ტურნირი 2003-2005 წლებში დაბადებულთა შორის ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში ხელვაჩაურის, ბათუმის, ფოთის, სამტრედიის, გორის და ქუთაისის გუნდები მონაწილეობენ. ტურნირი 2010 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მიზანი ხელბურთის პოპულარიზაციაა.