4 მანქანის გაქურდვის საქმეზე, სავარაუდო დამანშავეების ვინაობა დაადგინეს - შსს

02 ივლ 2019

ბათუმში, ავტომობილების გაქურდვის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის, სავარაუდო, ჩამდენი სამი პირის ვინაობა დაადგინა. 

უწყების ინფორმაციით, ნაქურდალი ნივთები ამოღებულია, გამოძიება კი გრძელდება. 

გუშინ, ინასარიძის ქუჩაზე, ერთ ღამეში 4 ავტომობილი ერთდროულად გაქურდეს. მანქანებიდან კატალიზატორები წაიღეს.  

გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.