03 ივლ 2019
ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. მასში ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანი დამწყები ხელოვანების წარმოჩენაა.