ჟენევის მოლაპარაკებები

03 ივლ 2019

ჟენევაში მოლაპარაკების 48-ე რაუნდზე ოფიციალური თბილისი მთავარ საკითხად ენგურის ხიდის ჩაკეტვას აყენებს, ასევე 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ შეზღუდვებს.

დღეს რუსეთის მიმართ საქართველოს და პარტნიორების მთავარი მოწოდება ისევ ექვსპუნქტიანი გეგმის შესრულების დაწყებაა. განხილვის მთავარი თემებია ასევე ადგილზე უსაფრთხოება და ჰუმანიტარული საკითხები.