მიღება ევროპული თამაშების მონაწილეებისთვის

04 ივლ 2019

ოლიმპიურ კომიტეტში მეორე ევროპული თამაშების მონაწილე საქართველოს დელეგაციის წევრების საზეიმო მიღება გაიმართა. მინსკის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 30 მედალი მოიპოვეს.

6 ოქროს, 10 ვერცხლისა და 14 ბრინჯაოს მედლით საქართველომ 50 ქვეყანას შორის მე-7 ადგილი დაიკავა. მესამე ევროპულ თამაშებს 2023 წელს პოლონეთის ქალაქი კრაკოვი უმასპინძლებს.