დეპუტატების სახლებთან საპროტესტო პლაკატები გააკრეს

04 ივლ 2019

„გაიცანით 92 წითელ-არმიელიდან ერთ-ერთი“, „გახარია წადი“- ამ წარწერებით   ახალგაზრდა აქტივისტებმა  პლაკატები  იმ დეპუტატების საცხოვრებელ სახლებთან გააკრეს, რომლებმაც პარლამენტში  ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტის  შეჩერებას მხარი დაუჭირეს.  

აქციის ორგანიზატორების თქმით, მსგავსი აქცია   დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ტარდება.