აჭარაში ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის უვნებლობის სამსახურის უფროსი დააკავეს

05 ივლ 2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია სირაბიძე დააკავა.

''გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია ს-მ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერთიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3300 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს" - წერია უსაფრთხოების სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.