ბათუმში შაბათ-კვირას დღის ბოლოს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი 

05 ივლ 2019

ხვალ და ზეგ შავი ზღვის სანაპირო კურორტებზე, დღის საათებში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, მხოლოდ დღის ბოლოს მოიღრუბლება და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ტემპერატურა კვლავ მაღალი  +28, +30 გრადუსი იქნება. ზღვის წყლის ტემპერატურა კი 25 გრადუსი.

ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი, ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილშიც. დღის მეორე ნახევრიდან წვიმა ელჭექით.

ჰაერის ტემპერატურა კი, სანაპირო კურორტებისგან განსხვავებით უფრო მაღალი, +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.