ტურნირი ძიუდოში

07 ივლ 2019

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ნანა კირკიტაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი  ძიუდოში  ახალსოფლის  სპორტდარბაზში  ჩატარდა. ერთმანეთს   2005-2007 და 2008-2011 წლებში დაბადებული გოგონები  ეჯიბრებოდნენ.     

ქართველების  გარდა ტურნირში უკრაინელი  და თურქი  სპორტსმენებიც   მონაწილეობდნენ.  ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან,  რომ  მსგავსი  ტურნირების ჩატარება   ქალთა  ძიუდოს პოპულარიზაციას  შეუწყობს  ხელს.