„საქართველოს ევროპული გზა“ - საერთაშორისო კონფერენცია

10 ივლ 2019

ხვალ დაგეგმილი  კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა, აღმოსავლეთ  პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება და  პირველ რიგში სწორედ ამ ათი წლის პარტნიორობის შედეგებს შეაჯამებენ. კონფერენციას რამდენიმე განზომილება აქვს , პოლიტიკურთან ერთად ეკონომიკურ ნაწილსაც მოიცავს  და წელს პირველად   აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმიც გაიმართება, სადაც მონაწილეობას 400-მდე დელეგატი მიიღებს .კონფერენციაზე  განიხილავენ სამომავლო გეგმებს, ახალ ინვესტიციებსა და იდეებს, ასევე გაფორმდება ორმხრივი დოკუმენტები როგორიცაა საფინანსო შეთანხმება უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის  წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით .  გაფორმდება მემორანდუმი ევროპის საინვესტიციო ბანკთან რაც  საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 5 წლიან თანამშრომლობას  ითვალისწინებს. კონფერენცია   რიგით მეთექვსმეტე და  მას წელს პირველად  ეწვევა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ  ტუსკი. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ , რომ წლევანდელი  შემადგენლობა თავისი წარმომადგენლობითა და რაოდენობით უპრეცედენტოა. მონაწილეებს შორის არიან   ევროკავშირის ქვეყნებიდან საგარეო საქმეთა მინისტრები, სახელმწიფო მინისტრები და მაღალი რანგის  პირები.


კონფერენციას ბათუმი ორი დღის განმავლობაში 11-12 ივლისს  უმასპინძლებს. რამდენიმე საათში  ბათუმის აეროპორტში  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შვედეთისა და პოლონეთის  საგარეო მინისტრები,ასევე გერმანიისა და სერბეთის დელეგაციები ჩამოფრინდებიან . კონფერენცია კი ხვალ 9 საათზე გაიხსნება ,პირველი მომხსნებელები მისასალმებელი სიტყვით  საგარეო საქმეთა მინისტრი,  პრემიერ მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე  არჩილ თალაკვაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იქნებიან .