ურეკში ზღვაში უცხოელი ტურისტი დაიხრჩო

10 ივლ 2019

ურეკში ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ 112-ში დაღუპულის ცოლმა დარეკა და დახმარება ითხოვა. ის ყვებოდა, რომ მეუღლე ზღვაში ბანაობის დროს გაუჩინარდა. 

სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები იყვნენ ჩართულები ​

შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, ერთი კილომეტრის დაშორებით, უცხო ქვეყნის მოქალაქის გვამი აღმოაჩინეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.