მსვლელობა მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

13 ივლ 2019

მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების   ნაწილი  დღეს  იმართება. 

ბათუმის ცენტრალური პარკიდან ნავსადგურისკენ მეზღვაურებისა და საზღვაო სასწავლებლების სტუდენტების  მონაწილეობით მსვლელობა იწყება, მოგვიანებით კი საზეიმო  ცერემონია  მე-11 ნავმისადგომზე გაიმართება. ტრადიციისამებრ პატივს მიაგებენ დაღუპულ მეზღვაურებსაც.