ქობულეთში ავარიის დროს ტურისტები და ბავშვებიც დაშავდნენ

13 ივლ 2019

აჭარის საზოგადოებრივ  მაუწყებელს ადგილზე დაუდასტურეს რომ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ტურისტებიც დაშავდნენ. ჩვენი ინფორმაციით ქართველებთან ერთად დაშავებულია არაბები და პოლონელები. მათ შორის 2 არასრულწლოვანია. მათ  ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდათ.

ავარიაში დაშავებული ოჯახიდან ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, ბავშვების მდგომარეობა კი მძიმეა.

დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. უტარდებათ შესაბამისი კვლევები. მობილიზებულია ქუთაისის კატასტროფის ცენტრის 2 ბრიგადა. ადგილზე იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე.

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სამი მინივენი შეეჯახა.  ავარიის შედეგად გარდაიცვალა 2 და დაშავდა 11  ადამიანი. დაშავებულები ქობულეთის კლინიკებშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.