ქობულეთში  მამია ხარაზის მემორიალური დაფა გაიხსნა 

14 ივლ 2019

ქობულეთში ცნობილი ბიბლიოფილის, მამია ხარაზის მემორიალური დაფა გაიხსნა. შემდეგ კი სტუმრებმა მამია ხარაზის ბიბლიოთეკა მოინახულეს, სადაც 40 ათასამდე  წიგნი ინახება. 

მათგან თითქმის 4 ათასზე სხვადასხვა ავტორის ხელწერაა დატანილი. მემორიალის გახსნას ოჯახის წევრებთან ერთად, ქობულეთის მერიის წარმომადგენლები და ქობულეთის  დამეგობრებული ქალაქების სტუმრები ესწრებოდნენ.